“ერთიანობა”-,,ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ, ბათუმის ტექნიკური უნივერსტეტთან დაკავშირებით ბათუმში ბრიფინგი ჩაატარეს, რომელსაც მიხეილ სააკშვილის დედა - გიული ალასანიაც დაესწრო. როგორც ალასანიამ აღნიშნა, შენობა, რომელშიც განათლების ცენტრი უნდა ყოფილიყო, დღეს კაზინოდ არის გადაკეთებული. ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით კი, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ის პროექტი გააჩერა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ დაკავშირებული.