უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაშია გამოცხადებული - ოკუპანტები ქვეყანას რაკეტებით უტევენ. უკრიანული მედიის ინფორმაციით, ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები დასავლეთის ოლქებისკენაა მიმართული, ზღვიდან გაშვებული რაკეტები კი ჩრდილოეთ და ცენტრალური ოლქებისკენ. საომარი მოქმედებები გრძელდება რუსეთის კურსკის ოლქშიც. უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე წინ მიიწევენ და მებრძოლებმა გაცვლითი ფონდის შევსებაც მოახერხეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა კორსკის ოლქში კიდევ 3-მ კილომეტრამდე მანძილით წინ გავიდნენ. მისივე თქმით, კვირას რუსები თავს დაესხნენ სუმის, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებს. ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა სარაკეტო თავდასხმაზეც, რომელიც კრამატორსკში მდებარე სასტუმროზე განხორციელდა და უცხოელების დაშავდნენ.