ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 2 თვე რჩება - ამ პროცესამდე მცირე ხნით ადრე პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიას აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გზავნილები ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გააცნო. ამბროლაურში გამართულ გასვლით ღონისძიებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარემ არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამავდროულად, ოპოზიციური ძალები რეგიონებში პარტიული ოფისების გახსნას აგრძელებენ.