ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით, ნახევარკუნძულ რეიკიანესზე ვულკანი წელს უკვე მეექვსედ ამოიფრქვა. მედიის ცნობით, ამოფრქვევას წინ მიწისძვრა უძღოდა, რომლის მაგნიტუდაც 4-ს შეადგენდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამმართველოს შეფასებით, ნაპრალის საერთო სიგრძე, რომლიდანაც ლავა გადმოედინება, თითქმის 4 კილომეტრს შეადგენს. ჯერჯერობით გაურკვეველია წარმოადგენს თუ არა ეს ამოფრქვევა საფრთხეს ახლომდებარე სოფელ გრინდავიკისთვის, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. ნახევარკუნძულზე ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 2 თვის წინ დაფიქსირდა და 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. საერთო ჯამში, ისლანდიაში 30-მდე აქტიური ვულკანური სისტემაა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.