„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურის მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ე.წ. გამჭვირვალობის კანონი საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახა. მისი თქმით, ორი წლის წინ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზრდა 370 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის ივლისში სავალუტო რეზერვების ზრდა 75%-ით ნაკლები იყო და 91 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. მისივე შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებით „ქართული ოცნების“ მიზანი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაა. გარდა ამისა, ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები აღდგება.