ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ე.წ. სატელიტებითა და მემკვიდრე პარტიებით უნდა გასამართლდეს. პრემიერის სიტყვებით, „ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, ვერავინ აიცილებს გასამართლებას იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ წარსულში ჩაიდინეს. პრემიერის პროგნოზით, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 2 სუბიექტი იქნება წარმოდგენილი, კერძოდ, კობახიძეს მიაჩნია, რომ ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება.