ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა. მედიის ინფორმაციით, სასამართლოს არ წარმოუდგენია კენჭისყრის დეტალური მონაცემები, რომელსაც მისი გადაწყვეტილება ეყრდნობოდა. ცნობისთვის, ივნისის არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების მონაწილეები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, მცირე სხვაობით მოიგო, შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა ხმების 70%-ზე მეტი გაიმარჯვა.