რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, დილით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ხელახლა შეუტიეს როსტოვის ოლქში ნავთობის საცავს. ნავთობბაზაზე თავდასხმა პირველად 18 აგვისტოს განხორციელდა და უკვე მე-5 დღეა, რაც ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ასევე არსებობს ცეცხლის გავრცელების საფრთხე ნავთის ავზებზე. იქამდე კი ცნბობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის ოლქის სასაზღვრო ზონას ეწვია და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის და სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა.