აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა. კანდიდატობაზე თანხმობის განცხადების დროს მან პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. მისი თქმით, იქნება პრეზიდენტი, რომელიც არის რეალისტი, პრაქტიკული და აქვს საღი აზრი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შედეგები სერიოზული იქნება. მისი თქმით, ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების შედეგები 2020 წელს, როდესაც წააგო.