მიხეილ სარჯველაძე, ქუთაისში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში იმყოფებოდა. ის სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. მათ შორის იყვნენ სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადის წევრები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ, რეანიმაციული ღონისძიებებით, გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს. ჯანდაცვის მინისტრმა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი როლი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.