პორტუგალიური მედიის ცნობით, კუნძულ მადეირაზე, უკვე ერთი კვირაა, მძვინვარებს ხანძარი, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტყეს ემუქრება. სტიქიასთან საბრძოლველად პორტუგალიამ დახმარება ევროკავშირის სთხოვა. ხანძარი მადეირაზე, რიბეირა-ბრავას მუნიციპალიტეტში 14 აგვისტოს გაჩნდა, რის შემდეგაც ძლიერი ქარის გამო გავრცელდა მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც. თანამგზავრის მიერ მოპოვებული მონაცემებით, 20 აგვისტოს მდგომარეობით, ხანძრის შედეგად კუნძულის ტერიტორიის 4392 ჰექტარია დამწვარი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების ზონიდან კვამლით მოწამვლის საფრთხის გამო დაახლოებით 200 ადამიანია ევაკუირებული. დაზარალებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.