უკრაინაში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში უახლოეს დღეებში, შესაძლოა, თავდასხმები განახორციელოს.
საელჩოში აცხადებენ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში არსებობს გაზრდილი რისკი, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, რუსეთი უკრაინაში დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებს განახორციელებს.
„კიევში აშშ-ის საელჩოს შეფასებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, მომდევნო რამდენიმე დღისა და შაბათ-კვირის განმავლობაში, უკრაინის მასშტაბით არსებს დრონებითა და რაკეტებით თავდასხმების რისკი როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საელჩო უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
რუსეთი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა ტიპის იარაღით მასიურად უტევს. მხოლოდ 21 აგვისტოს საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა უკრაინის 14 რეგიონში 50 დრონის და ერთი საავიაციო რაკეტის განადგურება მოახერხეს.