აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ხელშეწყობის გზებზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბარში ჩართული იყო აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი. გასულ კვირას ისრაელმა მხარი დაუჭირა შუამავლების მიერ დოჰაში წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების პალესტინელ პატიმრებზე გაცვლას ითვალისწინებს.