. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე მინესოტას შტატის გუბერნატორი, ტიმ უოლცი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სიმბოლურად აირჩიეს. ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, უოლცმა კამალა ჰარისს გუნდში მიწვევისთვის და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „ოთხწლიანი ძლიერი, ისტორიული ლიდერობისთვის“ მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები არ შიმშილობენ, სადაც ჯანდაცვა არის ადამიანის უფლება და სადაც „მთავრობა მოქალაქეთა საძინებელში არ იჭრება“, რითაც მან მიანიშნა რესპუბლიკური პარტიის პოზიციაზე აბორტის უფლებასა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე. როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოვა.