კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი შეაგროვა. NBC News-ის ცნობით, „დემოკრატები“ იმედოვნებენ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ეს რიცხვი 600 მილიონ დოლარს მიაღწევს. გასულ თვეში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გუნდმა 310 მილიონი დოლარი შეაგროვა. ჩიკაგოში „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობა მიმდინარეობს, სადაც დელეგატები კამალა ჰარისს პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებენ. ყრილობა 22 აგვისტოს დასრულდება.