ჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. ასევე, დაათვალიერა ცენტრის ინფრასტრუქტურა და შენობა.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი საკვანძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც, სისტემის უზრუნველყოფისთვის, ბენეფიციარებს კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის. მიმდინარე საკითხებთან ერთად, მხარეებმა, სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭირდოდ თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.