"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. კონგრესის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარე, NDI-ის პრეზიდენტის, თამარა ვიტესის მოწვევით ქალთა ფორუმს დაესწრო. თინა ბოკუჩავას განცხადებით, NDI-ის პრეზიდენტის მიერ მოწვეულ ქალთა ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ ქალი ლიდერები როგორც ამერიკიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. როგორც პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, მისთვის პრიორიტეტულია როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში ქალების როლის გაძლიერება და ამ ღონისძიებაზე მას გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება ქალების როლის გაძლიერებისათვის, როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში.