„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ხატია დეკანოიძის დაბრუნებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პრიცესში დეკანოიძის როლი მნიშვნელოვანი იქნება. ამავდროულად, კოალიცია არ სურთ საუბარი „ერთიანობაში“ ხატია დეკანოიძის წინააღმდეგ ანა წითლიძის მიერ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაზე. ისინი აცხადებენ, რომ მათი მიზანი ე.წ. რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ბრძოლაა.