დადგა დრო, ღაზაში მიმდინარე ომი დასრულდეს, - ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დადგა დრო, რომ მიმდინარე ომი დასრულდეს, გონიერებას მივმართოთ და მშვიდობისა და დიპლომატიის ენა დავიცვათ“, - განაცხადა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ.
ეგვიპტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კონფლიქტის მთელ რეგიონში გავრცელების საშიშროების“ გამო ყველა მხარემ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.