ისრაელმა სამხრეთ ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 6 მძევლის ცხედარი დაიბრუნა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ცხედრები ხან იუნისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად აღმოაჩინეს. საიდენტიფიკაციო პროცედურების დასრულების შემდეგ ცხედრები გატაცებულების ოჯახის წევრებს გადასცეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა დაღუპული მძევლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადეს.