სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 4311 გემი, რომელთა 33.2% იყო გენერალური ტვირთის გადამზიდი, 33.2 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 25.1 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 17.9 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3 პროცენტი – პანამის, 10.9 პროცენტი – მალტის, 9.3 პროცენტი – ლიბერიის, დანარჩნი 46.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.