“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები სამეგრელოს მასშტაბით ოფისებს ხსნიან - Palitra News

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები სამეგრელოს მასშტაბით ოფისებს ხსნიან

2024-08-20 15:48:48+04:00

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები სამეგრელოს მასშტაბით ოფისებს ხსნიან. ამჯერად, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წალენჯიხის ოფისი გახსნა. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება 4 ნომრით გახდება ცვლილებების მთავარი სიმბოლო ოქტომბრის არჩევნებში, რადგან, მელიას შეფასებით, მხოლოდ კოალიციურ მმართველობას შეუძლია ევროკავშირთან დაახლოება და შემდეგ მასში გაწევრიანება.