მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი განცხადება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. „ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებით, მათი პოლიტსაბჭოს განცხადება იმ სურვილების გამომხატველია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას გააჩნია. მმართველი პარტიის წვერების განმარტებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ე.წოდებულ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ არაკანონიერად გამოაცხადებენ, რაც, მათივე შეფასებით, ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ეს განცხადება ოპოზიციამ უკვე გააკრიტიკა. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არა ქვეყნის განვითარებისთვის, არამედ პოლიტიკური შურისძიებისა და ქვეყანაში ე.წ. „რუსული რეჟიმის“ დასამყარებლად სჭირდება.