უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს და 92 დასახლებას აკონტროლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. ის ქვეყნის მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმები დასაშვები გახადონ. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ რომ გაეგოთ, რომ უკრაინა კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციის მსგავს ოპერაციას გეგმავდა, ბევრი ადამიანი იტყოდა, რომ ეს არარეალური იყო და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომელიც რუსეთს აქვს.