გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა - რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს. ადგილზე გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელისა და ჭაბურღილების რეაბილიტაცია, აშენდება ახალი რეზერვუარი და სატუმბი სადგური, მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა და აღრიცხვის კვანძები. პროექტი სახელწიფო ბიუჯეტიდან 35 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დამთავრების შემდეგ ქ. ლანჩხუთისა და სოფელი მაჩხვარეთის 9 200 ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებით ისარგებლებს.