რთველის საკოორდინაციო შტაბს თელავში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გახსნის. საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას განახორციელებს, რაც 20 000-ზე მეტ მევენახეს მოსავლის შეუფერხებელი რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების საშუალებას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში, შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100-ი ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. რთველის პერიოდში საკოორდინაციო შტაბი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი ნომრით - 1501, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.