შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, ერთ-ერთი პირი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღნიშნული დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.