„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კოალიციის ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში იმყოფება. ბოკუჩავა ვიზიტის ფარგლებში დემოკრატიული პარტიის კონგრესს დაესწრება, რომელზეც კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს უკვე ოფიციალურად წარადგენენ. აღნიშნულ კონგრესს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახსნის. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა აშშ-ის ლიდერებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით ესაუბრონ.