"4 მიზეზი რის გამოც ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას იმსახურებს" - ამ შინაარსის განცხადებას მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭო ავრცელებს და მოქალაქეებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნების“ განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ე.წ. „სატელიტი ყველა“ პარტია არაკონსტიტუციულად გამოცხადდება. გარდა ამისა, არგუმენტებს შორის სახელდება ე.წ. "ლგბტ" პროპაგანდის“ წინააღმდეგ მიმართული რეფორმების მიღება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში მმართველობითი სისტემის ახალ რეალობასთან თავსებადობა. კიდევ რა წერია მმართველი პარტიის განცხადებაში და როგორ გამოეხმაურნენ მას პოლიტიკური მხარეები