აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, შესაძლოა, უკანასკნელი შანსი იყოს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. მისივე თქმით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი და უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების შინ დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და იმისთვის, რომ ყველა დაადგეს მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას. სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ის ასევე მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მოხდეს რეგიონული ესკალაცია, ირანის მიერ ისრაელზე შესაძლო თავდასხმის ფონზე. ენტონი ბლინკენი თელ-ავივში 18 აგვისტოს ჩავიდა, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ეს მისი მეცხრე ვიზიტია ისრაელში.