პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ მარტვილის ოფისი გაიხსნა. ღონისძიებაზე ელენე ხოშტარიამ ხაზი გაუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, პრეზიდენტის „ქართული ქარტია“ და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა. გარდა ამისა, ხოშტარიამ მარტვილის მოსახლეობას კოალიციის ხედვებიც გააცნო. მისივე განცხადებით, ოპოზიციური კოალიციის მიზანია ააშენოს ისეთი საქართველო, რომელსაც, დაყოფის ნაცვლად, გააერთიანებს.