„ქართული ოცნება“ დარჩენილ 8 დელეგატს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში წარადგენს. მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის პარალურად უმრავლესობაში არჩევნებზე 60%-იან მხარდაჭერას ელოდებიან. მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ოპოზიციას დიდი უპირატესობით დაამარცხებს, თუმცა თავად ხელისუფლების ოპონენტები განსხვავებულად ფიქრობენ.