აშშ-ის და სამხრეთ კორეის ჯარებმა ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს, რომლის მიზანიც ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თავდაცვის გაძლიერებაა. შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა აცხადებენ, რომ მათი ერთობლივი წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა. წვრთნები სახელად "ულჩის თავისუფლების ფარი“ 11-ი დღის განმავლობაში, 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობას, დაახლოებით, 19 000 სამხრეთ კორეელი სამხედრო მოსამსაურე მიიღებს. აშშ-ის ჯარში კი არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი ჩაერთვება აღნიშნულ ღონისძიებაში.