“ჰამასმა“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინადადებები უარყო. მოძრაობის წარმომადგენლების განმარტებით, ისრაელის მხარის ახალი მოთხოვნები მათთვის მიუღებელია. ცნობილია, რომ “ჰამასი” კმაყოფილი არ არის ისრაელის განზრახვით, შეინარჩუნოს სამხედრო ყოფნა ღაზას სექტორის რამდენიმე პუნქტში, მათ შორის ფილადელფიის დერეფანში, რომელიც სექტორისა და ეგვიპტის საზღვარზე გადის. 18 აგვისტოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა, რათა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას შეეცადოს.