დაიწყებს თუ არა მიმდინარე წელს ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს - ამ კითხვაზე მმართველ პარტიაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ. მათი თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის გახსნის ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებების ფანჯარას, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს 2030 წელს შეუერთდება. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმოამდგენლები აბსურდულს უწოდებენ ოპოზიციის პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მთავრობის პირობებში საქართველო პროევროპულ კურსს შორდება. მათივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევრორეკომენდაციები დააკმაყოფილოს.