კოალიცია "ძლიერი საქართველო" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მანიპულაციური გადაწყვეტიელების მიღებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ცესკოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა უნდა ჩაატარონ. პარტიაში ფიქრობენ, რომ 1 კვირით ადრე იმის ცოდნა, თუ რომელი კომისიის წევრი რა საქმეს შეასრულებს, არჩევნების გაყალბების შანსს უფრო მეტად ზრდის.