რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. დუმის დეპუტატმა, უშიშროების კომიტეტის წევრმა, მიხაილ შერემეტმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთზე თავდასხმისთვის უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, რეალურად, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარამდე მიიყვანეს. მისივე თქმით, ნატო-ს ქვეყნებმა უკრაინას, ფაქტობრივად, რუსეთზე თავდასხმის უფლება მისცეს, თვითონ კი მარიონეტული კიევის რეჟიმის უკან იმალებოდნენ. შეგახსენებთ, უკრაინელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებას აკონტროლებენ.