რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმა დასავლეთის მონაწილეობით დაიგეგმა. პუტინის თანაშემწის თქმით, ოპერაცია კიევის რეჟიმის გარდაუვალი კოლაფსის მოახლოებით იყო განპირობებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებაზე დაამყარეს კონტროლი. მისივე თქმით, 6 აგვისტოდან უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაში 35 კილომეტრის სიღრმეზე შევიდნენ და 1 150 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებენ.