„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭის განცხადებას 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებასთან და “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო გასამართლებასთან დაკავშირებით, კრიტიკით პასუხობს “ნაციონალური მოძრაობა“. გიორგი ბარამიძის განცხადებით, “ქართული ოცნების”ლიდერების მიზანი ომის დაწყების საკითხში საქართველოს დადანაშაულებაა. ბარამიძის შეფასებთ, აღნიშნული ფაქტი იმის დასტურია, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლიდან იმართება.