უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი წარუდგინა. კანონპროექტი უკრაინის მიერ ჰააგას რომის სტატუტის დებულებების რატიფიცირებას ითვალუსწინებს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჯრაინის სრულ გაწევრიანებას ითვალისწინებს. უკრაინული მედია იუწყება, რომ ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ იმუშავებს ეს დებულება, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლება უკვე მიანიჭა.