თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, სოფელ დიღომში, ცივი იარაღით ახლობელს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაჭრილი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.