სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, სამსახურის ახალი სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ახალი ოფისი აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. გარდა ამისა, მოეწყობა არასრულწლოვანთა გამოკითხვის სივრცეები, ამოცნობის და დროებითი დაკავების ოთახები, ნივთიერ მტკიცებულებათა საცავი, სასერვერო, საარქივო, სათავსო ოთახები და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირების სივრცე. უწყების ახალი სათაო ოფისის მშენებლობის დასრულება 2025 წლის დეკემბერში იგეგმება. პროექტის ღირებულება 17-ტ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.