„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ გამოხატვის თავისუფლების გასული წლის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 84,9% დაიმსახურა და ამ მაჩვენებლით ევროკავშირისა და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას გადაასწრო. აღნიშნული ინდექსი მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს. აღნიშნული მაჩვენებლის თანახმად, საქართველო მსოფლიოში 44-ე პოზიციაზეა, ასევე ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილს იკავებს. გარდა ამისა, საქართველო 2012 წლის შემდეგ გამოხატვის თავისუფლების შეფასების 11-წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. 2012 წელს საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზე იყო, 11 წელიწადში კი სარეიტინგო პოზიცია 64 ადგილით გაიუმჯობესა.