კვლევითმა ორგანიზაცია GORBI-მ ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის თანახმად, კითხვაზე, „ამ კვირაში საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ - მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკურ რეიტინგებში „ქართული ოცნება“ 59,3%-ით ლიდერობს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 13,1%-ით მე-2 ადგილზე არიან. გორბი-ს კვლევის თანახმად, "ლელო"/"ანა დოლიძე - ხალხისთვის" და "თავისუფლების მოედნის" კოალიციის რეიტინგი 5,8%-ის აღწევს, ხოლო პარტია „ახალი"/"გირჩი - მეტი თავისუფლებისა და "დროას“ გაერთიანების რეიტინგი - 5,5%-ს უტოლდება.