ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. კიშიდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე ხელახლა კენჭისყრას აღარ აპირებს და შესაბამისად, სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დატოვებს. შეგახსენებთ, ფუმიო კიშიდა იაპონიის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა.