კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე, განათლების მნიშვნელობასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საკითხებზე. მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. წელს ჯარის ბანაკში რვა როტაციის ფარგლებში, მე-10 და მე-11 კლასების 2200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სკოლის მოსწავლეებმა, ძირითად სამხედრო დისციპლინებში თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს.