საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე საუბრობს და სენატორ ჯინ შაჰინს მადლობას უხდის მისი საკითხით დაინტერესებისთვის. აღნიშნულ განცხადებას სსაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოეხმაურა. როგორც საელჩო განმარტავს, „არც დეზინფორმაციას და არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება“. საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.