ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის ბრძოლას სრულად უჭერს მხარს. საკითხზე განცხადება ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა. სატელეფონო საუბრისას დმიტრო კულებამ ჯოზეფ ბორელს ფრონტზე არსებული ბოლო მოვლენებსა და კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციის დეტალებზე გააცნო ინფორმაცია. მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინული ჯარების შეტევა კურსკის ოლქზე რუსეთის პრეზიდენტისთვის ნამდვილი დილემაა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინასთან მუდმივ კონტაქტზეა.