შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.