16 წლის შემდეგ პარტია "ქართული ოცნება" 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გამოძიებას აანონსებს.როგორც მმართველ გუნდში ამბობენ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ გაიგოს, ვინ ჩაიდინა მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ომის მიმდინარეობისას ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი გამოძიება მნიშვნელოვანია.